LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ქუჩებში მიტოვებულ ავტომანქანებს სპეციალურ სადგომზე გადაიყვანენ

477
5e41a39bc9305

თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით მიტოვებულ ავტომობილებს. ზოგიერთ მათგანს ნაწილების უმრავლესობა აღარ აქვს და მხოლოდ კარკასია დარჩენილი. ავტომანქანები წლების განმავლობაში ხშირად პარკირების ადგილებზე, საცხოვრებელ სახლებთან ან ტროტუარებზეც კი არის მიტოვებული.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მუშავდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტი მსგავსი ავტომანქანების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უფლებას მოიპოვებს.

“ვამზადებთ სამართლებრივ ცვლილებებს იმ ავტომობილებთან დაკავშირებით, რომლებიც წლების განმავლობაში მუნიციპალურ ტერიტორიაზეა განთავსებული, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა მოიპოვოს სამართლებრივი მექანიზმი და უფლება, რომ მსგავსი ავტომანქანების გადაადგილება და სპეციალურ სადგომზე გადაყვანა მოხდეს.

ვეთანხმები კითხვის ავტორსაც და ყველას, ვინც ამ საკითხზე პრეტენზიას გამოთქვამს. რა თქმა უნდა, ამ საკითხს უახლოეს პერიოდში დავარეგულირებთ“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება ზონალურ საათობრივ-პარკირებას, თბილისის ვიცე-მერის თქმით, უახლოეს მომავალში ზონალურ-საათობრივი პარკირების შემოღება ბარათაშვილის ქუჩაზე იგეგმება.

„საპილოტე პროექტები წარმატებით ხორციელდება. უახლოეს მომავალში, დაიწყება უკვე საინფორმაციო კამპანია და პროექტის მომდევნო ეტაპი უკვე ბარათაშვილის ქუჩაზე განხორციელდება. შემდგომში უკვე სხვა მასშტაბურ ქუჩებს მივანიჭებთ ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალს“, – განაცხადა ვიცე-მერმა.

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მოადგილეებთან ერთად, ვიდეოდიალოგის მეშვეობით, მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. აღნიშნული ფორმატის ვიდეოდიალოგი, რომელშიც თბილისის ათივე რაიონის გამგებელი მონაწილეობს, გასულ წელსაც გაიმართა.

პოპულალურები