LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის პროპორციულ ნაწილში, ბიულეტენების 40%-ში დისბალანსია, მეტობა 26 უბანზეა, საკამათოც არ არის, იმდენად სწრაფად უნდა გაუქმდეს ეს უბნები: ხოშტარია

82
ელენეხოშტარია

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ თბილისის პროპორციულ ნაწილში, ბიულეტენების 40%-ში დისბალანსია, მეტობა 26 უბანზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიულეტენები უტყუარად არის ჩაყრილი.

როგორც ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნების დასრულების დღიდან, დეტალურად სწავლობდნენ არჩევნების გაყალბების მასშტაბს, დასკვნები და ფაქტები კი გაყალბების ძალიან მაღალ მასშტაბზე მეტყველებს:

“არჩევნების დასრულების დღიდან, ეს პერიოდი დეტალურად ვსწავლობდით არჩევნების გაყალბების მასშტაბს. ყველა ოპოზიციური პარტია ვართ სრულ კოორდინაციაში. მინდა წარმოგიდგინოთ ის დასკვნები და ფაქტები, რომელიც მეტყველებს გაყალბების ძალიან მაღალ მასშტაბზე.

თბილისის საკრებულო, რომელიც დღეს ტექნიკურად, “ქართული ოცნების” გაფორმებით, ორი ხმით უპირატესობა აქვს “ქართულ ოცნებას”, რეალურად ეკუთვნის ოპოზიციას. თბილისის საკრებულოში, თბილისის საზოგადოებამ აირჩია ოპოზიცია. სწორედ იმიტომ, რომ ეს რეალობა დაემახინჯებინათ და შეეცვალათ, “ქართულმა ოცნებამ” მიიტაცა, როგორც მინიმუმ, ის ორი ადგილი და იმდენი პროცენტი, რომელიც აუცილებელი იყო ამ შედეგების შესაბრუნებლად.

თბილისის პროპორციულ ნაწილში, ბიულეტენების 40%-ში არის დისბალანსი, რაც ნიშნავს იმას, რომ იქ რაღაც გააყალბეს, რაღაც ფორმით და შემდეგ ქაღალდზე ვეღარ გააფორმეს, ვერ დააჯამეს მოსულთა და მათი რაოდენობა, ვინც ხმა მისცა. მეტობა არის 26 უბანზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიულეტენები უტყუარად არის ჩაყრილი. საკამათოც არ არის, იმდენად სწრაფად უნდა გაუქმდეს ეს უბნები.” – განაცხადა ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები