LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეული” 1-ელ ნოემბერს გაიხსნება

211

მსოფლიოში ქართველი დიზაინერების კოლექციები სულ უფრო პოპულარული ხდება. ამას მოწმობს ისიც, რომ არაერთი პრესტიჟული გამოცემის ვარსკვლავი სტუმრები სწორედ ქართვეი დიზაიენრების სამოსში არიან გამოწყობილები ან მათი აქსეუარებით პოზირებენ, საქართველოში ნაწარმოებ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ირგებენ სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიაზე, კლიპებში თუ ყოველდღიურად.

ამაში თავისი დიდი წვლილი რამდენიმე წლის წინ დაარსებულმა მოდის კვირეულმა ითამაშა, რომლის ორგანიზატორი სოფო ჭყონია გახლავთ. ქართველი დიზაინერების კოლექციებიც დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

საერთაშორისო მოდის კვირეულს  mercedes-benz fashion week Tbilisi-ს ამჯერად  სახვითი ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს, რომელიც 1-დან 5 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.  90-იან წლებში სამოქალაქო ომის დროს განადგურებული  და დღეს უკვე მსოფლიო სტანდარტებს მორგებული შენობა ახლახან გაიხსნა.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გარდაქმნილი  ყოფილი „მხატვრის სახლი“ პირველად უმასპინძლებს მსგავსი მასშტაბის ღონისძიებას, რომლის მნიშვნელობაც  თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის კონცეფციას ეხმიანება.

მის ფარგლებში საქართველოში ოთხმოცზე მეტი საერთაშორისო სტუმარი ჩამოვა. ტრადიციულად თბილისში მოდის დედაქალაქებიდან  მოდის კრიტიკოსები, ბაიერები  და ისეთი ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები და რედაქტორები ჩამოვლენ, როგორებიცაა:  Elle, Vogue US,  I-D magazine, Forbes USA  და სხვები.

სოფო ჭყონია:

გრანდიოზული პროექტია და ძალიან რთული, რადგან  ჩვენთვის  ყოველი სეზონი  ერთგვარი მოლოდინია ხოლმე, რა  სიახლე იქნება  და ჩვენ თავსაც ვთხოვთ ამას. ველოდები ძალიან ბევრ საინტერესო სტუმარს, ბევრ საინტერესო ჟურნალისტს, ბევრ საინტერესო ბაიერს, ამიტომ სეზონის დასრულების შემდეგ გვეცოდინება შედეგები.

ნინია ახვლედიანი (ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის პიარ-კონსულტანტი): –

ჩვენი მუზეუმის სივრცე არის იდეალური ისეთი მასშტაბური კულტურული მოვლენისთვის, როგორიც არის MERCEDES -BENZ FASHION WEEK TBILISI. დაწყებული პარკინგით, დამთავრებული ძალიან ბევრი საინტერესო სივრცით, სამუზეუმო დარბაზით, ასევე საკონფერენციო დარბაზით, სადაც  გაიმართება შოურუმები.

MERCEDES BENZ FASHION WEEK TBILISI-ის ფარგლებში ჩვენებები, შოურუმები, წარმოდგენები, გამოფენები და მასტერკლასები 5 დღის განმავლობაში გაიმართება.

მოდის კვირეული კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა  და  სააგენტო „აწარმოე საქართველოში“  მხარდაჭერით გაიმართება.

თეა ბოლქვაძე (ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი):

ჩვენ ჩამოგვყავს  მსოფლიო გამოცემების არაერთი  ჟურნალისტი, რომელთა სტატიებს ათიათასობით და მილიონობით მკითხველი ჰყავს. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ჩვენ მიერ ჩამოყვანილი უცხოელი ჟურნალისტები  ამზადებენ არაჩვეულებრივ სტატიებს საქართველოს შესახებ, რაც ხელს უწყობს, როგორც ამ კონკრეტული პროექტის, ასევე ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას.

ანი მაჭავარიანი (სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი) :

ჩვენ უკვე მესამე წელია, თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულს ვუჭერთ მხარს, მხარდაჭერა გამოიხატება იმაში, რომ ჩამოგვყავს გავლენიანი საერთაშორისო შემსყიდველები. წელს გვეყოლებიან ისეთი ქალაქებიდან, როგორიცაა ლონდონი, ნიუ იორკი,  მოსკოვი და სხვა.  ეს ყველაფერი ქართველი  დიზაინერების პროდუქციის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს თბილისში 40-მდე ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარმოადგენს.

მარიამ ციმაკურიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები