LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია მარტოხელა მოხუცებს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს კვების პროდუქტებით ამარაგებს: პროექტისთვის ჯამში გამოყოფილია 1 მილიონ ლარზე მეტი

83
FORTUNA.GE- (3)

თბილისის მერია, პანდემიის პირობებში, მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების საკვებით მომარაგებას აგრძელებს.

დახმარებისთვის განკუთვნილი კვების პროდუქტების დაფასოების პროცესს, დღეს, თბილისის მერი დაესწრო.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეების საკვებით მომარაგების მიზნით, მილიონ 200 ათასი ლარი გამოიყო. მთლიანობაში, აღნიშნული თანხის ფარგლებში 20 000 პაკეტი გაიცემა. ამ ეტაპზე, დროებით საწყობში 11 000 პაკეტი ინახება.

დაფასოებული ნობათი თბილისის ათივე რაიონში გადანაწილდება, შემდეგ კი გამგეობის თანამშრომლებისა და მოხალისეების მეშვეობით, სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს დაურიგდებათ.

 

 

დედაქალაქის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მთავრობა პრობლემების პირისპირ არავის დატოვებს და პროდუქტების დარიგებას მომავალშიც გააგძელებს:

“ჩვენ ვაგრძელებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც გულისხმობს პროდუქტების დარიგებას იმ ადამიანებისთვის, ოჯახებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად გაუჭირდათ ამ პანდემიის პერიოდში. ეს პროექტი პანდემიის პირველი ტალღის დროს დაიწყო და ახლაც ვაგრძელებთ. საკვები პროდუქტები ახალ წლამდეც დავარიგეთ და ახლაც იმავეს ვაკეთებთ. მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რიგით მოქალაქეებს, ასევე, ჩვენი სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც დასვენების დღეების მიუხედავად, დღე და ღამე მუშაობენ. პროდუქტს, პირველ რიგში, აფასოებენ და შემდეგ ის ოჯახებში რიგდება. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. მე ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით.” – თქვა კახა კალაძემ.

პოპულალურები