LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მედიცინის ინსტიტუტის კიდევ ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

308
BeFunky-collage (1)

კლინიკა თბილისის მედიცინის ინსტიტუტის („თიმის“) კიდევ ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკის დირექტორის გიორგი კაჭახიძის განმარტებით, ოთხივე მათგანი ექთანია. მათ შორის არის ის ექთანიც, რომელსაც ეპიდემიოლოგები კლინიკაში კორონავირუსის გავრცელების პირველწყაროდ მიიჩნევენ. ინფიცირების წყარო ამ შემთხვევაში არ არის ის თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი 12 მარტს დაუდასტურდა.

“ოთხ ჩვენს ექთანს დაუდგინდა COVID-19. როგორც ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს, პირველად ინფექცია დაემართა ერთ-ერთ ექთანს. ეს ექთანი იყო აბსოლუტურად ასიმპტომური და ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის გამო ჩაუტარდა მას ტესტირება. იმ ადამიანებზე არის გავრცელებული, ვისთანაც ყველაზე მეტი შეხება ჰქონდა,” – განაცხადა გიორგი კაჭახიძემ.

რომელ ინფიცირებულთან ჰქონდა ექთანს კონტაქტი – ამ ეტაპზე უცნობია. კვლევა ჩატარდა სულ 5 პაციენტსა და 30-მდე თანამშრომელზე. არ არის გამორიცხული ტესტირება განმეორდეს.

„ინფორმაციაზე, რომ მამაოსგან გადაედო ექთანს, ვერაფერს გეტყვით. ინფორმაცია მაქვს, მხოლოდ ჩვენს კლინიკაში რაც ხდება, იმასთან დაკავშირებით. დანარჩენს ეპიდემიოლოგები დაადგენენ. ტესტი ჩაუტარდა ბევრ საეჭვო თანამშრომელს და დაუდასტურდა ამ დროისთვის სულ ხუთს. საბედნიეროდ, ჩვენი პერსონალისგან არც ერთ პაციენტს არ გადასდებია ვირუსი. ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვაქვს“, – აღნიშნა კლინიკა „თიმის“ დირექტორმა.

საკარანტინო რეჟიმის გამო მედიკოსები სამედიცინო ცენტრს არ ტოვებენ. ის ექიმები, რომლებიც რისკჯგუფში არ მოხვდნენ საავადმყოფოში დარჩენილ 10 პაციენტის მკურნალობას განაგრძობენ.

კარანტინსა და თვითიზოლაციაში იმყოფება ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის მედ-პერსონალიც, სადაც კორონავირუსი ერთ-ერთ პაციენტს დაუდგინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები