LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისის მედიცინის ინსტიტუტის“ ექიმის დაინფიცირების წყარო უცნობია – ჯანდაცვის მინისტრი

155
ტიკ

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კლინიკა „თბილისის მედიცინის ინსტიტუტის“ თანამშრომლის დაინფიცირების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე ექიმის დაინფიცირების წყარო ცნობილი არ არის, თუმცა მოკვლევა მიმდინარეობს“.

მისი თქმით,  ყველა ის ექიმი, რომელსაც მასთან კავშირი ჰქონდა, საკარანტინო ზონაშია.

„გარკვეულ პირებს, რომლებსაც სიმპტომატიკა აღენიშნებოდათ, ტესტირება უკვე ჩაუტარდათ, თუმცა ვირუსი არ დაუდასტურდათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კეთილსაიმედოა. დანარჩენი პირები იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ. ეპიდემიოლოგები დეტალურად მუშაობენ იმის დასადგენად, თუ საიდან დაინფიცირდა ექიმი და ასევე, იმ კონტაქტების გასარკვევად, თუ ვისთან ჰქონდა მას ურთიერთობა“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კლინიკა “თბილისის მედიცინის ინსტიტუტის” ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. საავადმყოფო ორი კვირით დაიხურა. 30-მდე ექიმი კარანტინში იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები