LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ღია უნივერსიტეტის ახალი კამპუსი ოფიციალურად გაიხსნა

630

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტმა ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული კამპუსი ოფიციალურად გახსნა.

როგორც ”ფორტუნას” უნივერსიტეტიდან აცნობეს, უახლესი ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო რესურსით აღჭურვილი  შენობა გამოცდილი არქიტექტორების მიერ ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით დაპროექტდა. 15 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ნაგებობა ორ საკონფერენიო დარბაზს, თანამედროვე ბიბლიოთეკას, სამეცნიერო ლაბორატორიებსა და სტუდენტურ სივრცეებს მოიცავს; აღჭურვილია უსაფრთხოების სიტემებით და სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

თბილისის ღია უნივერსიტეტის ახალი კამპუსი TOU-ს  თანამშრომლებმა და   მოწვეულმა სტუმრებმა გახსნეს. ცერემონიას მთავრობის ვიცე პრემიერი – განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა,  ქალაქის მერი დავით ნარმანია და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ჯაში დაესწრნენ.

ცნობისთვის, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში 15 წელზე მეტია ფუნქციონირებს და 20-მდე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამას ახორციელებს; ასევე პროგრამებს პროფესიული განათლების მიმართულებით. უნივერსიტეტს 2000-მდე სტუდენტი ჰყავს, მათ შორის, უცხოელი სტუდენტები ინგლისურენოვან პროგრამებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები