2019 წელს უკრაინელები ყველაზე ხშირად საქართველოს სტუმრობდნენ. მათთვის პოპულარული და საყვარელი ქალაქების სიაში პირველი ადგილი თბილისს უკავია და რეიტინგში  პარიზსაც გაუსწრო. საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით ავიაბილეთი ყველაზე იაფი, 46 ევრო ღირდა. სიაში მეორე ადგილს პარიზი იკავებს, სადაც ფრენის ფასი, ორივე მიმართულებით, 98 ევროდან იწყებოდა. მესამე ადგილზე კი ბარსელონა აღმოჩნდა. ესპანეთის ქალაქების მიმართულებით ფრენები, ორივე მიმართულებით, 69 ევროდან იწყებოდა.

 

2019 წელს უკრანელებისთვის ყველაზე პოპულარული ქალაქების სია ასე გამოიყურება:

  1. კიევი – თბილისი.
  2. კიევი – პარიზი.
  3. კიევი – ბარსელონა.
  4. კიევი – რომი.
  5. კიევი – ვენა.
  6. კიევი – პრაღა.
  7. კიევი – ვარშავა.
  8. კიევი – მილანი.
  9. კიევი – სტამბოლი.
  10. კიევი – ვილნიუსი.

წყარო: tripmydream.com

ტეგები: უკრაინა

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05