LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტი ტაქსის კომპანიას ეძებს – დასაქმების ახალი შანსი

485
20170317093048201606290

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia აცხადებს ინტერესთა გამოხატვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევის თაობაზე.

„თუ თქვენი კომპანია დაინტერესებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანის ექსკლუზიური უფლებების მოპოვებით, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე http://tiny.cc/TAVGeorgia და გაეცნოთ შესაბამის მოთხოვნებს“, – აცხადებენ TAV Georgia-ში.

მათივე ინფორმაციით, დაინტერესებულ კომპანიებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 2019 წლის 16 აგვისტოს 17:00 საათამდე.

შეკითხვის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 032 2 310 265

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები