LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან-რიკოთის გვირაბამდე მისასვლელი დრო 30 წუთით შემცირდება

118
131675255-4720410661366331-5052909166008557655-o

აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების განსაახლებლად, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და კომპანია „სინოჰიდრო“-ს წარმომადგენელმა,  ჰე პენმა მოაწერეს.

აღნიშნულ მონაკვეთზე  გზის მშენებლობა, საერთო ჯამში  14 კმ-იანი 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზას, 21 ხიდს, 5 გვირაბს, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელებს, წყალგამტარ მილებს და სადრენაჟე სისტემებს მოიცავს.

“ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის საშუალებით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ამ მონაკვეთით ხაშურის შემოვლითი გზა რიკოთის საუღელტეხილო გზას დაუერთდება.”- განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

პროექტი შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას. თბილისდან-რიკოთის გვირაბამდე მისასვლელი დრო 30 წუთით შემცირდება, გზის გამტარუნარიანობა კი 4-ჯერ გაიზრდება, გზა საერთაშორისო და უსაფრთხოების სტრანდარტების დაცვით შენდება.

პროექტს,  მსოფლიო ბანკი აფინანსებს. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 264 992 488 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები