LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან ივლისში ფრენა პარიზშიც შესრულდება – გაეცანით ქალაქების სიას, სადაც 2 ივლისიდან გამგზავრებას შეძლებთ

572
FB978201-2FA6-4F73-BBA2-DAEF7A9CDD18-w1200-r1

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ივლისის თვის ფრენების განრიგს აქვეყნებს. განრიგის მიხედვით ირკვევა, რომ ივლისში თბილისიდან ფრენა ევროპის ისეთ უმსხვილესი ქალაქებში შესრულდება, როგორებიცაა: ბერლინი, ამსტერდამი, პარიზი, ვენა…

განრიგი უფრო დეტალურად ასეთია:

02 ივლისი თბილისი – თელ ავივი – თბილისი
03 ივლისი თბილისი – ბერლინი – ბათუმი
04, 11, 18, 25 ივლისი თბილისი – ამსტერდამი – თბილისი
06, 20, 27 ივლისი თბილისი – ამსტერდამი – თბილისი
07 ივლისი თბილისი – პარიზი – თბილისი
05, 12 ივლისი თბილისი – ვენა – თბილისი

შეგახსენებთ, საქართველოში რეგულარული საერთაშორისო ფრენები 1 აგვისტომდე არ აღდგება. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა. „რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოში ავიამიმოსვლა, გამონაკლისების გარდა, 20 მარტიდან კორონავირუსის საფრთხის გამო შეჩერდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები