LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან ისევ გაცვეთილი თეზისი, ოკუპაცია გვესმის – ლავროვის უწყების განცხადება და შეფასებები თბილისში

126
1019834533

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზალკალიანი-ლავროვის პირისპირ შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში გამართული შეხვედრა რთული მდგომარეობიდან გამოსვლის გზების ძიებაზე იყო ორიენტირებული.

რაც შეეხება ამ შეხვედრის გამოხმაურებებს, რუსეთის საგარეო უწყების შეფასებით, თბილისში პროტოკოლით უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე შეხვედრის შინაარსით.

აგვისტოს ომის შემდეგ პირველად - ზალკალიანი ლავროვს შეხვდა

რა საკითხი დაისვა შეხვდრაზე ქართული მხარის მიერ?

,,თბილისიდან ისევ გაცვეთილი თეზისი, ოკუპაცია გვესმის. ჩვენი მხრიდან დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს და რუსეთის მოსახლეობას შორის პირდაპირი და გულახდილი საუბარი საჭიროა. ბოლო 12 წლის განმავლობაში ნიუ-იორკში საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა ორიენტირებული იყო რთული მდგომარეობიდან გამოსვლის გზების ძიებაზე, რომელშიც ორი ქვეყანა, მათ შორის, ივნის-ივლისში განვითარებული მოვლენების შედეგად, იმყოფება,”- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროს ოფიციალურ კომენტარს უკვე მოყვა შეფასებები თბილისში. როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თმაარ ხულორდავა აცხადებს,  რუსეთი რომ ოკუპაციას არ აღიარებს, ეს  ჩვენთვის სიახლე არ არის.მისივე თქმით, საბოლოო ჯამში მოლაპარაკების მიზანი უნდა იყოს ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ საკითხის გადაწყვეტა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით კი, შეხვედრის კონტექსტზე დავა შეიძლება, თუმცა მმართველი გუნდის დეპუტატი მიიჩნევს, რომ “მოლაპარაკების მაგიდას, მით უმეტეს, რომ ჯერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი არ არის, ყველა უნდა მიესალმებოდეს”

რუსეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 26 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. მოგვიანებით განცხადება ზალკალიანის უწყებამაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ შეხვედრა შვეიცარიის შუამდგომლობით და მათი ინიციატივით შედგა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას ეხმაურება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის გამო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დაიბარა. მოთხოვნას უერთდება ,,ევროპული საქართველოც”. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ დავით ზალკალიანმა უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რა სტრატეგიით შეხვდა სერგეი ლავროვს.

პოპულალურები