LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან ევროპისკენ ორმხრივი ავიაბილეთები 600 ლარი ეღირება

117
Untitled

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways Black Friday-სთან დაკავშირებით, ფასდაკლების აქციას აცხადებს.

„29 ნოემბერს, შეიძინეთ თბილისიდან ევროპის მიმართულებით ორმხრივი ავიაბილეთები 600 ლარად, ხოლო თბილისი-თელ-ავივი და თბილისი-კიევი 450 ლარად ზამთრისა და ზაფხულის სეზონებისთვის“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ფასდაკლებული ავიაბილეთების შეძენა შეგიძლიათ Georgian Airways-ის ცენტრალურ სალაროში, მის: თბილისი, შოთა რუსთაველის 12. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სალაროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები