LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან ევროპის მსხვილი ქალაქების მიმართულებით ფრენები დროებით უქმდება

491
26

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ფრენებს დროებით აუქმებს, ან სიხშირეებს ამცირებს. ქალაქებს შორის, საითკენაც დროებით ფრენები შეჩერდება, არიან: ბარსელონა, ლონდონი, ბრიუსელი და ევროპის სხვა მსხვილი ქალაქები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, Georgian Airways-გან მათ სააგენტოში შევიდა შეტყობინებები რამდენიმე მიმართულებით და პერიოდულობით ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით, კერძოდ:

თბილისიბარსელონა – ფრენები უქმდება 20.11.2019-დან 18.12.2019-მდე და 12.01.2020-დან 04.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;

თბილისიბოლონია – ფრენები უქმდება 08.11.2019-დან 18.12.2019-მდე და 10.01.2020-დან 04.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;

თბილისიბრიუსელი – ფრენები უქმდება 21.11.2019-დან 12.12.2019-მდე და 16.01.2020-დან 05.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;

თბილისიპრაღა – ფრენები უქმდება 19.11.2019-დან 10.12.2019-მდე;

თბილისილონდონი – ფრენები უქმდება 23.11.2019-დან 07.12.2019-მდე და 15.01.2020-დან 11.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;

თბილისიბერლინი – ფრენები უქმდება 6 და 16 დეკემბერს, ხოლო 17.01.2020-დან 06.03.2020-მდე გაუქმდება ფრენები ყოველ პარასკევს და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება მხოლოდ 1 სიხშირით;

თბილისიკიევი – 6 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე უქმდება ყოველი ოთხშაბათი დღე და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები