LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან ევროპის 5 ქალაქის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

112

თბილისიდან პირდაპირი ფრენები რომის, დიუსელდორფის, ბუდაპეშტის, მიუნხენისა და ათენის მიმართულებით იწყება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ამ მიმართულებებზე ოპერირების ნებართვას ქართული ავიაკომპანია Myway Airlines იღებს.

ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში შემდეგი განრიგებით შესრულდება:

• თბილისი-რომი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, 2018 წლის 28 ოქტომბრიდან 2019 წლის 28 მარტამდე;

• თბილისი-დიუსელდორფი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 5 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას, 2018 წლის 29 ოქტომბრიდან 2019 წლის 29 მარტამდე;

• თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას), 2018 წლის 28 ოქტომბრიდან 2019 წლის 29 მარტამდე;

• თბილისი-ათენი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, 2018 წლის 31 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე;

• თბილისი-მიუნხენი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 2018 წლის 30 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ახალი მიმართულებებით და დამატებითი სიხშირეებით ოპერირების ნებართვა Myway Airlines-ს დღეს, 5 ოქტომბერს მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები