LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან დოჰას მიმართულებით ოქტომბერში 2 რეისი შესრულდება

120
Qatar-airways

Qatar Airways ოქტომბერში დოჰა-თბილისი-დოჰის მიმართულებაზე 2 ჩარტერულ ავიარეისს შეასრულებს.

„ავიანიუსის“ ინფორმაციით, ფრენები 9 და 23 ოქტომბერს შედგება. ისევე როგორც წინა თვეებში, ოქტომბერშიც Qatar Airways-ის ჩარტერული რეისები იქნება გამყვანი, ანუ ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-დოჰას მიმართულებაზე მოემსახურება.

ცნობისთვის, ყატარული ავიაკომპანია Qatar Airways მსოფლიოს 85 მიმართულებით ასრულებს ფრენებს, რაც კვირაში 400-ზე მეტ ფრენას მოიცავს ამერიკის, აფრიკის შუა აღმოსავლეთისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები