LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან დოჰას გავლით მსოფლიოს 85-ზე მეტი მიმართულებით მოგზაურობას შეძლებთ – 2 რეისი დაინიშნა

131
104864641-GettyImages-452142082-1

„ყატარის ავიახაზები“ 16 და 30 სექტემბერს თბილისიდან დოჰას მიმართულებით ორ სპეციალურ რეისს შეასრულებს.

„გლობალური პანდემიისა და შესაბამისი შეზღუდვების გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დღემდე რჩება დაკეტილი, თუმცა „ყატარის ავიახაზები“ ასრულებს ორ სპეციალურ ავიარეისს მგზავრთა სამშობლოში დასაბრუნებლად. მგზავრებს საშუალება ექნებათ, ახლო აღმოსავლეთში საუკეთესო აეროპორტად აღიარებული, დოჰას საერთაშორისო აეროპორტის გავლით, იმოგზაურონ მსოფლიოს 85-ზე მეტი მიმართულებით, მათ შორის ამერიკის შემდეგ ქალაქებში: ნიუ იორკი, ბოსტონი, ლოს ანჟელესი და ვაშინგტონი“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

ფრენების განრიგი ასეთია:

ოთხშაბათი 16 სექტემბერი 2020

თბილისი (TBS) დოჰა (DOH) QR285 გაფრენა: 03:10 ჩაფრენა 05:20

ოთხშაბათი 30 სექტემბერი 2020

თბილისი (TBS) დოჰა (DOH) QR286 გაფრენა: 03:10 ჩაფრენა 05:20

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები