LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან ამსტერდამის, ვენის, პარიზის და ბერლინის მიმართულებით რეისები დაინიშნა

87
Main-10

Georgian Airways-მა თბილისიდან აპრილის თვეში დანიშნული ფრენების განრიგი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ქართული ავიაკომპანია მომავალ თვეს ავიარეისებს ევროპის უმსხვილესი ქალაქების: ბერლინის, პარიზის, ამსტერდამისა და ვენის მიმართულებით შეასრულებს.

„ძვირფასო მგზავრებო, მოხარული ვართ გამოვაცხადოთ, დადასტურებული ფრენების განრიგი აპრილში: თბილისი-ამსტერდამი-თბილისი (3,10,12,17,19,24,26) აპრილი; თბილისი-პარიზი-თბილისი (9,13,16,20,23,27,30) აპრილი; თბილისი-ვენა-თბილისი (11,18,25,29) აპრილი; თბილისი-ბერლინი-თბილისი (7,14,21,28) აპრილი.

ბილეთის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიოთ ვებგვერდს. მოხარულნი ვიქნებით, გიხილოთ ბორტზე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც Georgian Airways ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები