თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებივი ტრანსპორტი იმოძრავებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისიდან რუსთავის მიმართულებით დღეში 30 ათასი ადამიანი გაადაადგილდება და შესაბამისად ბევრი პრობლემა დაგროვდა.

„გადავწყვიტეთ, თბილისთან ახლოს მყოფი ქალაქების კავშირები გაგვესაზღვრა. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა, თბილისისა და რუსთავის კავშირი. დღის განმავლობაში ამ ორ ქალაქს შორის 30 ათასი ადამიანი გადაადგილდება და შესაბამისად ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამ ადამიანების გადაადგილება.  ძალიან ბევრი წერილი შემოდის ახალგაზრდების მხრიდან, რომ ტრანსპორტი თბილისი-რუსთავის გზაზე წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას და სერიოზულ დისკომფორტს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყოველდღიურად თბილისში ჩამოსვლა და იქიდან უკან დაბრუნება უწევთ. არის ძალიან ბევრი სტუდენტი, ვინც ცხოვრობს რუსთავში და ეს გადაწყვეტილება მათთვის იქნება სერიოზული კომფორტი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძემ მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, რაც შეიძლება სწრაფად იყოს წარმოდგენილი სრულყოფილი გეგმა და სრულყოფილი წერტილები, თუ საიდან უნდა მოხდეს ავტობუსების გასვლა რუსთავის მიმართულებით და პირიქით.

თბილისი-რუსთავის მიმართულებით ახალი ავტობუსები იმოძრავებს, ისეთი, როგორიც თბილისის მოსახლეობას ემსახურება.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05