LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

167
60000640_2188850957899969_7550971214139752448_n

თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გამყოფ ბარიერს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და საპატრულო პოლიცია. დაშავებულები უკვე გადაიყვანეს კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები