LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი პრაიდი: შსს-მ “ღირსების მარშის” კლუბში ან სტადიონზე ჩატარება შემოგვთავაზა

173
3489B890-45AC-4826-844D-48718C7C2346_cx0_cy19_cw0_w1023_r1_s

18-23 ივნისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები შს სამინისტროს განცხადება ეხმაურებიან. ისინი ამბობენ, რომ  სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ლგბტ თემის წარმომადგენელთა კონსტიტუციური უფლების რეალიზება, რასაც ღონისძიების ორგანიზატორები ღირსებისა და ადამიანის უფლებათა შელახვად აფასებენ.

როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ ღირსების მარშის ჩასატარებლად დახურული სივრცე შესთავაზა. ამ დახურულ სივრცეში კი საკლუბო სცენა ან სტადიონი მოიაზრებოდა.

“ეს დამოკიდებულება გვინდა შევაფასოთ, როგორც ჩვენი სამოქალაქო, საბაზისო და პოლიტიკური უფლებების შელახვა. კერძოდ, შეკრების, მანიფესტაციის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ამაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება, ვაპირებთ მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს”, — თქვა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიამ კვარაცხელიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებასა და Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც ორგანიზატორებმა შსს-ს ღონისძიების ჩატარების გეგმა წარუდგინეს.

პრაიდის ჩატარება დაგეგმილ ადგილებსა და ფორმატში შეუძლებელია – შსს

„თბილისი პრაიდის“ ჯგუფს შესთავაზეს გამოხატვის სხვა შესალებლობები

როგორც უწყებაში განმარტავენ, ორგანიზატორების მიერ დაგეგმილი ღონისძიების ფორმატზე და  ადგილებზე, სადაც ღონისძიების გამართვა იგეგმება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ეს შეუძლებელია.

პოპულალურები