LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი მსოფლიოში ყველაზე ბოჰემიური ქალაქი“ – National Geographic ჩვენს დედაქალაქზე წერს

160
Untitled

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, National Geographic-მა საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა.

„თბილისი მსოფლიოში ყველაზე ბოჰემიური ქალაქი“-ამ სათაურით გავლენიანი გამოცემა National Geographic საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს. National Geographic-ის ჟურნალისტმა ტარა იზაბელა ბარტონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და მკითხველს თბილისში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.

ღამის კლუბები, კაფებარები, ინოვაციური სივრცეები, ეს ყველაფერი თბილისს უმაგრეს ადგილად ხდის. თბილისი ეკლექტიკური, დინამიური ქალაქია. ძველი თბილისი ხის აივნებით, პატარა სახლებით გამოირჩევა, აქ თითოეულ ეზოში შეიძლება იპოვოთ კაფე ან ბარი. თბილისში შეგიძლიათ მთელი დღე გაატაროთ მუზეუმებში, თეატრებში ან მთელი ღამე -ღამის კლუბებში, სადაც დილამდე იცეკვებთ. ერთი შეხედვით, თბილისი პატარა ქალაქია, მაგრამ ამ ქალაქს, რომელიც მდიდარი კულტურით გამოირჩევა საკმაოდ ბევრი რამ შეუძლია შემოგთავაზოს“,-წერს ტარა იზაბელა ბარტონი.

სტატიის ავტორი თბილისში მდებარე საერთშორისო სასტუმროებს, კლუბებს, კვების ობიექტებს, ღვინის მარნებს და მშრალ ხიდს აღწერს.

National Geographic-ის სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ სამზარეულოსაც.

ცნობისთვის, National Geographic-ს მთელ მსოფლიოში ყოველთვიურად დაახლოებით 10 მილიონი მკითხველი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები