LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი მსოფლიოს 10 ყველაზე მეგობრულ ქალაქს შორის მოხვდა

648
tbilisiguardian

თბილისი გაზიარებითი ეკონომიკის მხრივ მსოფლიოს 10 ყველაზე მეგობრულ ქალაქს შორის მოხვდა – ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო ორგანიზაცია Consumer Choice Center-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელშიც შეფასებულია მსოფლიოს ქალაქები მათი ღიაობის მიხედვით გაზიარებითი ეკონომიკისადმი.

კვლევის ფარგლებში შემოწმდა მსოფლიოს 52 დინამიური ქალაქი ტაქსის აპლიკაციებზე, ელექტრონულ სკუტერებზე, ბინების გაქირავების პლატფორმებზე, მანქანების გაქირავებაზე როგორც კომპანიების, ასევე კერძო პირების მიერ და ბოლოს – სპორტული დარბაზების გაზიარების აპლიკაციებზე (Gym Sharing Apps).

კვლევის მიზანს მომხმარებელთა ინფორმირება წარმოადგენდა, თუ რომელი ქალაქი უზრუნველყოფს უკეთ ეკონომიკის ამ მოდელზე აგებული სერვისების მრავალფეროვნებას და მხარს უჭერს მომხმარებელთა მიერ მათ ხელმისაწვდომობას.

ინდექსის მიხედვით, გაზიარებითი ეკონომიკის მხრივ, მსოფლიოს ქალაქების პირველ ათეულში შევიდნენ: ტალინი, ვილნიუსი, რიგა, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ვარშავა, კიევი, სან-პაულუ, თბილისი და ჰელსინკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები