LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-მადრიდს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაიწყოს

388
madrid-airport-1-984x554

კიდევ ერთი პირდაპირი ავიამიმართულება საქართველოდან – ქართველ ტურისტებს ტრანზიტის გარეშე ამჯერად ესპანეთის დედაქალაქში ჩასვლა შეეძლებათ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ესპანურმა ავიაკომპანიამ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა, ტურისტული ბაზრით დაინტერესდა და

მადრიდი-თბილისი-მადრიდის მიმართულებით ავიარეისების დანიშვნის საკითხი განიხილა. 

590 რეისი კვირაში - ნახეთ რომელ ქალაქებში გაფრინდებით საქართველოდან

52 მიმართულება თბილისიდან, 28-ქუთაისიდან და 14-ბათუმიდან -ავიაკომპანიების ფრენის განრიგი დამტკიცდა

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ მადრიდში ავიაკომპანია „სვიფტეარის“ (Swiftair) წარმომადგენლებს შეხვდა. მისი ინფორმაციით, ის ესპანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია „ეარ ევროპას“ (Air Europa) პარტნიორია.

„ესპანეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ახალი ტურისტული ბაზარია. როგორც იცით, ესპანელი ტურისტები გამოირჩევიან მაღალმხარჯველუნარიანობით, სწორედ ამიტომ ჩვენ ესპანეთში აქტიური კამპანია დავიწყეთ. მადრიდში ესპანეთის წამყვანი ტუროპერატორებისათვის ჩვენ პრეზენტაციები გავმართეთ. 

თბილისიდან ევროპულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეები იზრდება

ევროპული ქალაქების ჩამონათვალშია: ამსტერდამი, ბარსელონა, ბრიუსელი...

ეს ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების შემოსვლას და კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის ცნობადობას, რაც თავის მხრივ სტიმულია საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის მიმართულებით. ჩვენ შევხვდით ესპანეთის ავიაკომპანიების წარმომადგენლებს. დაინტერესება არის ძალიან დიდი“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.