LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თბილისი გალერიასთან” სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან

184
1573313850298377

“თბილისი გალერიასთან”, სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან.

როგორც დეკანოზმა ვახტანგ დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, აქცია მშვიდობიანი იქნება. მისი თქმით, ისინი ილოცებენ და ლოცვით გააპროტესტებენ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვე“ ჩვენებას და შემდეგ დატოვებენ ტერიტორიას.

ჩვენ დღესაც პარაკლისს ვიხდით, მშვიდობიანად, ამ უზნეობას შევეწინააღმდეგებით ლოცვით, ქადაგებით, მხილებით, მშვიდობიანად, ჩვენს პროტესტს ასე გამოვხატავთ, წყნარად, როგორც შეეფერება ეკლესიის მღვდელმსახურს და ქრისტიან ადამიანს,”- ამბობს ვახტანგ დავითაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისსა და ბათუმში არსებულ კინოთეატრებში უკვე მორე დღეა ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება იმართება, რასაც ჰომოფობიური ძალების მიერ ძალადობრივი აქცია და პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა. 

უფლის ნებაა, რომ გუშინ ვერ შევედით კინოდარბაზში - ლევან ვასაძე

"ხვალ, ისევ მოვალ ამის გასაპროტესტებლად, ისევ ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას, ვისაც როგორ გვინდა, გავაგრძელოთ ეს პროტესტი“

პრევენციის მიზნით, კინოთეატრებში კინოლოგები და გამნაღმველები დღესაც იმყოფებოდნენ. კინოთეატრებში მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

შსს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოუწოდებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება კანონდარღვევას, პოლიცია მიიღებს შესაბამის კანონიერ ზომებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები