LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი და ბათუმი ბარსელონასთან ერთად – ყველაზე პოპულარული მიმართულებები დასახელდა

119
travel editor favorite products

ქართული ქალაქები ბარსელონასთან ერთად, ყველაზე პოპულარული სამოგზაურო მიმართულებების სიაში არიან. ამის შესახებ avianews.ge იუწყება.

როგორც ვებგვერდი წერს, უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines 2019 წლის აგვისტოში 186 131 მგზავრს მოემსახურა და იმავდროულად რეისების 72%-ი დაგვიანების გარეშე, დროის სრული დაცვით განახორციელა. აგვისტოში “ლოუკოსტერმა” 1103 რეისი განახორციელა, საიდანაც რეისების 61%-ი რეგულარული, ხოლო 39%-ი ჩარტერული ავიარეისი იყო.

avianews.ge -ის ინფორმაციით, აგვისტოში ავიაკომპანიის მიერ შესრულებული ავიარეისებიდან ყველაზე პოპულარულ მიმართულება იყო ბათუმი, თბილისი და ბარსელონა, ხოლო ჩარტერული ავიარეისებიდანშარმ ელ შეიხი, ჰურგადა და მონასტირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები