LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისელებს მოგზაურობა ენატრებათ – დედაქალაქის მაცხოვრებლებმა 3 ყველაზე რთულად ასატანი შეზღუდვა დაასახელეს

88
247840875

კრიტიკული მეორე ტალღის დასრულების შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მსუბუქდება, თუმცა ჯერჯერობით თბილისელებისთვის მტკივნეულ თემად აღიქმება 9 საათის შემდგომ გადაადგილების შეზღუდვა.

ეისითიმკვლევა ჩაატარა, რომლის არეალიც დედაქალაქში მაცხოვრებლებით შემოიფარგლა. გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 414 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2021 წლის 16-18 თებერვალს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 4.9%-ს.

რა არის, თბილისელების შეფასებით, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვა და რომელი მათგანია მათთვის ყველაზე რთული ასატანი?

გამოკითხული თბილისელების წარმოდგენით პანდემიასთან გამკლავებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვების სამეული ასეთია: 1. გასართობი და კულტურული ღონისძიებების, ასევე ცერემონიების აკრძალვა (6.56), 2. საერთაშორისო ფრენების შეზღუდვა (6.50), 3. კვების ობიექტებში სტუმრობის შეზღუდვა (6.32).

აღნიშნული სურათი განსხვავდება თაობების ჭრილში – 35-დან 55 წლამდე ასაკის წარმომადგენლებისთვის ამ სამეულში კვების ობიექტებში სტუმრობის შეზღუდვა კომენდანტის საათით ნაცვლდება, ამასთან 55+ თბილისელებისთვის აღნიშნული შეზღუდვა სხვებთან შედარებით უფრო მარტივი ასატანი აღმოჩნდა, ხოლო ყველაზე მტკივნეული (6.06) დაწესებული შეზღუდვებიდან მათთვის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებაა.

34-დან 55 წლამდე მოსახლეობა რთულად ეგუება სკოლამდელი, სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებების დახურვას და ონლაინ რეჟიმზე გადასვლას, რადგანაც ლოგიკურად აღნიშნულ თაობაში ჭარბია მშობლების რაოდენობა, რომელთაც ამ შეზღუდვასთან გამკლავება პირადად მოუწიათ. ეს თაობა ასევე განიცდის საერთაშორისო ფრენების შეზღუდვას, რაც ასევე აქტიური მოგზაურობით აიხსნება.

კვლევა ცხადყოფს, რომ ახალგაზრდობა ეთანხმება მშობლების თაობას სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში ჩატარების შეზღუდვასთან დაკავშირებით და ასევე რთულად გადააქვს კომენდანტის საათის დაწესება, რაც ამ თაობაში აქტიური ღამის ცხოვრებას უკავშირდება. ამასთან 18-დან 34 წლამდე ახალგაზრდები აღნიშნულ შეზღუდვას აფასებენ როგორც ნაკლები მნიშვნელობის მქონეს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, ისევე როგორც საქალაქთაშორისო ტრანსპორტის და ზამთარში მთის კურორტებზე დაწესებულ შეზღუდვებს, აღნიშნული შეფასება ცხადყოფს, რომ ახალგაზრდები დასახელებულ სამ შეზღუდვას აუცილებლობად არ მიიჩნევენ და მათი გაუქმების მაღალი მოლოდინი აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები