LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილი სახლი ავთენტიკა“ – დედაქალაქის უცხოელი სტუმრებისთვის ოჯახური სივრცე მოეწყო (ფოტოები)

1338
70453213-3300623846629528-945615270158794752-n

მომღერალ ლაშა ღლონტის შვილი, ანი ღლონტი საოჯახო ბიზნესს იწყებს. „თბილი სახლი ავთენტიკა“ – ასე ჰქვია სპეციალურად დედაქალაქის უცხოელი სტუმრებისთვის შექმნილ სივრცეს, სადაც მათ თბილი, ოჯახური და მყუდრო გარემო დახვდებათ.

„ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და ვიმუშავეთ იმისათვის, რომ უცხოელებისთვის შეგვექმნა მყუდრო, თბილი, ოჯახური გარემო თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, სახლში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. სწორედ აქედან გამომდინარეობს სახელიც ,,თბილი სახლი ავთენტიკა”. აქ სტუმრები ეზიარებიან ქართულ ოჯახურ ტრადიციებს, კულტურას, დააგემოვნებენ სახლში დამზადებულ ტრადიციულ კერძებს, გაეცნობიან ოჯახური ღვინის წარმოების პროცესს, დააგემოვნებენ ოჯახურ ღვინოსა და ჭაჭას, ასევე მოისმენენ ქართულ სიმღერას. აქვე შეძლებენ შეიძინონ ოჯახში დამზადებული ნატურალური პროდუქტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავარი მასპინძლები ვიქნებით მე და ჩემი მეუღლე თორნიკე. დანარჩენს, უფრო დეტალურად მალე მოგიყვებით“, – წერს ანი ღლონტი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, დეტალური და ვრცელი ინფორმაცია ,,თბილი სახლი ავთენტიკას“ შესახებ ამ დღეებში გახდება ცნობილი. გაკეთდება ოფიციალური ფეისბუქ გვერდიც.

აღსანიშნავია, რომ ,,თბილი სახლი ავთენტიკა“ ნახალოვკაში, წიკლაურის ქუჩაზე მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები