LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინ: ტრამპი კარგად გამხდარა

102
5d772245-9596-4da7-b0be-15de786572d2-US-NEWS-TRUMP-CORONAVIRUS-3-GET

„არ მისცეთ კოვიდ-19 დომინირების საშუალება“ – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვაში, მას შემდეგ, რაც კორონავირუსისგან განიკურნა და თეთრ სახლში დაბრუნდა.

„ვბრუნდებით სამუშაოზე, ვაპირებთ, მოწინავეები ვიყოთ, არ მისცეთ მას საშუალება თქვენს ცხოვრებაზე გაბატონდეს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მან მოუწოდა ამერიკელებს, რომ არ შეეშინდეთ ვირუსის, რადგან აშშ-ს აქვს ყველა საჭირო სამედიცინო ტექნიკა და საუკეთესო მედიკამენტები.

დონალდ ტრამპს კორონავირუსი 1 ოქტომბერს გამოუვლინდა, თუმცა ამის შესახებ მედიას 2 ოქტომბერს აცნობა. მას სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები