LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავისუფლების მოედანზე პარკირება უქმდება

553
freedom_3

“თავისუფლების მოედანზე პარკირება გაუქმდება და ავტობუსის გაჩერება მოეწყობა“ – ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში განაცხადა.

ამასთან, ტერიტორიაზე იგეგმება კიდევ ერთი ცვლილება. კერძოდ, სავაჭრო ცენტრის „გალერია თბილისის“ წინ ავტობუსებისთვის ელექტრონული ტაბლო დამონტაჟდება.

„გალერია თბილისის“ წინ ავტობუსებისთვის ელექტრონული ტაბლო გაკეთდება. მართალია იქ ტაბლო არ ყოფილა, თუმცა საჭიროება ნამდვილად არის და შესაბამისი დავალება უკვე გაცემულია.

ამასთან, როგორც მახსოვს თქვენ ეთერში იყო მოქალაქეთა მოთხოვნა, რომ „თავისუფლებაზე“ საკრებულოს წინ გაჩერება მოწყობილიყო. ეს წინადადება მთავრობაზე უკვე გავიტანე. იმ ნაწილში ვაუქმებთ პარკირებას, ანუ „თავისუფლებაზე“ „საქართველოს ბანკის“ წინ პარკირება გაუქმდება რამდენიმე ადგილზე და ავტობუსის გაჩერება მოეწყობა“, – განაცხადა მუმლაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები