LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თავისუფლება მიხეილს” – კიევში საქართველოს საელჩოსთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

48
1

“თავისუფლება მიხეილს!”, “თავისუფლება სააკაშვილს!” – ამ შეძახილებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა კიევში, საქართველოს საელჩოს წინ აქცია გამართეს. 

Ekhokavkaza.com-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები საელჩოსთან საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშებით მივიდნენ.

“უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან თბილისში დაკავებული მათი ლიდერის გათავისუფლება მოითხოვეს.” – წერს “ინტერფაქს-უკრაინა”.

როგორც Ekhokavkaza.com-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ექსპრეზიდენტი ფარულად დაბრუნდა სამშობლოში და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს:

“ის მოათავსეს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. პოლიტიკოსმა შიმშილობა დაიწყო და თავს პოლიტპატიმარი უწოდა.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და მას სასჯელის მოხდა საქართველოში მოუწევს.” – წერს მედია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები