LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავის მოტყუებას თავი უნდა დაანებოს საპარლამენტო ოპოზიციამ და მკაფიო გზავნილი უნდა ჰქონდეთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ “ – გიგა ბოკერია

37
გიგა ბოკერია

„არ ვიცი, რა ამოცანას ისახავდა ლელოს, ენმ-ს და ვაშაძის პარტიის ეს განცხადება. კითხვის დასმაც კი, თუ კი სურს ივანიშვილის რეჟიმს საქართველოს დასავლური ინტეგრაცია, ჩემი აზრით, უკვე არის მცდარი და დამაბნეველი საზოგადოების ნაწილისთვის მაინც,“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებას.

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები EU-ს 12 რეკომენდაციის მისაღებად ხელისუფლებას „ბაზისურ მიდგომებს“ სთავაზობენ

„ყველაფერი ნათელია დიდი ხანია და უნდა მოვუწოდოთ საპარლამენტო ოპოზიციას, რომ თავი დაანებოს თუნდაც უნებლიეთ რაიმე ბუნდოვანების შემოტანას შემდგომი „გაშიშვლების“ მიზნით, იმიტომ რომ თუ დღემდე არსებობს კითხვის ნიშანი ივანიშვილის რეჟიმი რას ემსახურება, ე.ი აქამდე რასაც იძახდნენ მისი ოპონენტების ნაწილი მაინც, არის ტყუილი, ჯერ კიდევ ყოფილა რაღაცის გამოსწორების შანსი, რეალურად კი ამის შანსი არ არსებობს.

კანდიდატობის სერიოზული ამბავი გეოპოლიტიკური მიზეზებით რომც გაგვამრთლებოდა და მიგვეღო, ეს მაინც არ შეცვლიდა საბოლოო ამოცანას, ნატოს წევრობას, ევროკავშირის წევრობას, აშშ-თან სტრატეგიულ უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობა, თავისუფალ ქვეყნად გახდომა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა მაინც შეუთავსებელია ივანიშვილის რეჟიმთან.

ამიტომ თავის მოტყუებას თავი უნდა დაანებოს საპარლამენტო ოპოზიციამ და მკაფიო გზავნილი უნდა ჰქონდეთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები