LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ” – ქეთევან ქარდავა სერგეი ლავროვსა და მარია ზახაროვას პასუხობს

712
10861136102054226273156797586903428596183086o

ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა სერგეი ლავროვისა და მარია ზახაროვას განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მე განვახორციელე თავდასხმა სერგი ლავროვზე. მე მოვკალი ტატუნაშვილიც, ოთხოზორიაც, ბაშარულიც, კვარაცხელიაც , 2008 წლის ომში 170 სამხედრო მოსამსახურე , შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. მე დავჭერი რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2232 სამოქალაქო და სამხედრო პირი. მე დავიწყე ომი . მე და ჩემი კოლეგები ვართ ბორდერიზაციის, ჩაკეტილი გადასასვლელების და ჰუმანიტარული კატასტროფის შემქმნელები. როგორც კიბერშეტევის დროს, ყველაფერში პომპეო და მისი ანტირუსული რიტორიკაა დამნაშავე. კიდევ ერთხელ ნაწყვეტი ტატუნაშვილზე მომზადებული დასკვნიდან. “წამების ინსტრუმენტებად, დიდი ალბათობით, გამოყენებულ იქნა იარაღის ტარი, ავტომატების კონდახები, იარაღის ლულა, სხვა ცილინდრული მკვრივი/ბლაგვი საგნები. წამების მეთოდებად გამოყენებულია სასტიკი ცემა ფოკუსირებულად ერთ ადგილზე და სხეულის მთელ მიდამოში, თავში ცემა. წამების მეთოდი გადის სექსუალური წამების მეთოდში, რაც გახლავთ გენიტალიების დაზიანება. არ არის გამორიცხული, რომ დიდი ინტენსივობით მოხდა ამ ადგილებში ცემა და სწორედ ეს გახდა სხვა დაზიანებებთან ერთობლიობაში ტრავმული შოკის განვითარების გამშვები მექანიზმი.
უნდა ვივარაუდოთ, რომ საათი და 10 წუთი მაინც აწამებდნენ”. მე ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ . ქალბატონო მარია და ბატონო მინისტრო, ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა .. არაუშავს!”

შეგახსენებთ, “ავადმყოფები ხართ გოგონებო” – ასე მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს. ტელეკომპანია “იმედისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა ჟენევაში სერგეი ლავროვს ჰკითხეს, აპირებს თუ არა ის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, გაზაფხულზე, თბილისში ვიზიტს, ლავროვმა კი მათ ავადმყოფები უწოდა.

“ავადმყოფები ხართ გოგონებო” – ლავროვი ქართველ ჟურნალისტებს (ვიდეო)

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მისმა პრესმდივანმა მარია ზახაროვამ მიაყენა.

პრესმდივანი ჟურნალისტებს “ღირსებადაკარგულ ქალებს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი “საცოდავი სანახაობა” იყო.

“ღირსებადაკარგული ქალების საცოდაობა” – სერგეი ლავროვის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხყოფას მისი პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აყენებს

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10221792831560554&set=a.2480053331241&type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები