LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თარაშ კანდელაკი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა, გამოძიება გრძელდება – ადვოკატი

266
gagi da TaraSi

გორის რაიონულმა სასამართლომ თარაშ კანდელაკი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ თარაშ კანდელაკის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა დაუდასტურა.

„ეს არ ნიშნავს, რომ საქმე დამთავრდა. წინასწარი პატიმრობის ვადა – ცხრა თვე გავიდა და ამიტომაც გათავისუფლდა. სასამართლო პროცესები გაგრძელდება და როგორც დაცვის მხარე, ისე ბრალდების მხარე ყველა იმ მტკიცებულებას წარადგენს, რომელსაც მოიპოვებს.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბრალდების მხარე არაერთი, ასეულობით მოწმე დაკითხა. ყველა ის მოწმე, რომლებსაც შეიძლება დაედასტურებინათ, რომ თარაშ კანდელაკი დამნაშავე იყო, დაიკითხა. არც ერთ პირი, არც ერთი გამოკვლეული ბრალეულობა არ ადასტურებს, რომ თარაშ კანდელაკმა ჩაიდინა დანაშაული“. – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა და დასძინა „ჩვენ გული გვწყდება გარდაცვლილი ახალგაზრდას გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უდანაშაულო ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს“.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის შვილს, თარაშ კანდელაკს 19 წლის ერეკლე თედლიაშვილისთვის სხეულის განზრახ დაზიანებას ედავებიან. თედლიაშვილი რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, 11 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შემთხვევა კი გასული წლის ზაფხულში, 8 ივნისს, რესტორან “ჟოზეფში” მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, ერეკლე თედლიაშვილს მძიმე დაზიანებები თარაშ კანდელაკმა მიაყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები