LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსებში შესაძლოა თამბაქოს მოხმარება აიკრძალოს

55
no-smoking-hongkong-taxi-virginie-blanquart

ახალი კანონმდებლობის თანახმად, შესაძლოა მსუბუქ ავტომობილებსა და ტაქსებში თამბაქოს მოხმარება აიკრძალოს.

ამის შესახებ, საკანონმდებლო მაცნეზე 14 აპრილს გამოქვეყნდა პარლამენტის დადგენილება, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე.

“ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შეისწავლა და გააანალიზა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზები და დასახა მათი აღმოფხვრისთვის საჭირო ღონისძიებები.” – აღნიშნულია დოკუმენტში

კომიტეტის მიერ მოპოვებული სტატისტიკური მონაცემების, აგრეთვე გამოკითხვებისა და ზეპირი მოსმენის დროს მიღებული ინფორმაციის თანახმად, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. მათ შორის, პარლამენტის დადგენილებაში საუბარია, იმაზე, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები