LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული” – კობა დავითაშვილი დახმარებას ითხოვს

46444
BeFunky-collage (3)

პო­ლი­ტი­კო­სი, ყოფილი დეპუტატი კობა და­ვითაშ­ვი­ლი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბას ებ­რძვის. მას ე.წ. ბეხ­ტე­რე­ვის და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი 2017 წლის ივ­ლის­ში და­უს­ვეს, მა­შინ, როცა სიმპტო­მებ­მა თავი იჩი­ნა. და­ვი­თა­ში­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ აღნიშნული ტრავ­მე­ბი  2007 წლის 7 ნო­ემ­ბერის შემდეგ განუვითარდა, როდესაც მისივე თქმით, მი­ტინ­გის დროს სპეც­რაზ­მე­ლე­ბი და­ესხნენ თავს.

რო­გორც ჩანს, კობა დავითაშვილის ჯანრთელობის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. ცოტა ხნის წინ მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­ავ­რცე­ლა, სადაც დახმარებას ითხოვს.

როგორ კობა დავითაშვილი წერს, მისი დაავადებიდან გამომდინარე 2 თვეში ერთხელ აუცილებლად ესაჭიროება მედიკამენტი, რომელიც ძვირი ღირს და რომლის შესაძენადაც თანხა არ აქვს.

“ძვირფასო მეგობრებო, დღეს უამრავმა ადამიანმა მომილოცა დაბადების დღე, მე კი პირველად წლების განმავლობაში სათითაოდ ვერ გითხარით მადლობა და პოსტზეც კი ვერ დავსვი მოწონების ნიშანი. ეს იმიტომ მოხდა რომ ცუდად ვიყავი და ექიმთან ვერ წავედი უსახსრობის გამო. მაგრამ წინ უფრო ცუდი დღეები მელის. საქმე ისაა რომ ჩემი (ბეხტერევის) დაავადება არ იკურნება და შეიძლება მხოლოდ გადავადდეს აღსასრული პრეპარატ ,,რემიკეიდის” ორ თვეში ერთხელ გადასხმით, როგორც ინსულინის ინექცია კი ვერ კურნავს, მაგრამ ავადებს დიაბეტის შედეგების დადგომას. ოღონდ ინსულინისაგან განსხვავებით რემიკეიდის სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს და მისი 1 გადასხმა 1000 აშშ დოლარი ჯდება. ანუ თუ არ მექნა თვეში 500 დოლარის შემოსავალი მაინც, ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული. მე კი მარტში სრულიად უმუშევარი დავრჩი.

ერთი გადასხმის ფული მერიამ ჩამირიცხა, მესამედი ვეტერანთა დეპარტამენტმა (დიდი მადლობა მათ) ჯანდაცვის სამინისტრომ ვერაფერი ჩამირიცხა  არცაა გასაკვირი, კორონავირუსთან დაკავშირებით ისედაც ბევრი ხარჯი აქვს.მე მესმის, რომ ყველას უჭირს და დალხინებული არავინაა, მაგრამ თუკი ამ დღეში თავად სახელმიფომ ჩამაგდო (წინა ხელისუფლების სახით)  განა სამართლიანი არ იქნება რომ ჯანდაცვის ხარჯებიც სახელმწიფომ გაიღოს (ამ ხელისუფლების სახით). მესმის რომ უსიამოვნო ადამიანი ვარ, მახასიათებს მწარე სიტყვების ლაპარაკი, ვერ ვუწონებ ხელისუფლებას ისეთ ქმედებებს, როგორიცაა მაგალითად მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაცია.

ალბათ უმუშევარიც ამიტომ დავრჩი, მაგრამ ნუთუ ჩემ ქვეყანას არ სჭირდება ერთი ჩემნაირი ენამწარე, რომელიც მაშინ ამოიღებს ხმას, როცა თითქმის ყველა სდუმს და ოპოზიცია კი კიდევ უფრო უარესის მომხრეა?

ერთი სიკვდილი გავათავე, სანამ ამ პოსტს ვწერდი, მაგრამ უკიდურესმა აუცილებლობამ მაიძულა. გთხოვთ გააზიაროთ, მეგობრებო, რომ ადრესატებამდე მივიდეს.”- წერს კობა დავითაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები