LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამშრომლობა შედგა: თბილისსა და ერევანს შორის რამდენიმე ფრენა შესრულდება

66
bigstock-tbilisi-georgia-227603977-990x556

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways სომხურ ავიაკომპანია Aircompany Armenia-თან თანამშრომლობით, თბილისსა და ერევანს შორის რამდენიმე რეისს განახორციელებს.

„ძვირფასო მგზავრებო, მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან Aircompany Armenia – თან თანამშრომლობით, იანვარსა და თებერვალში რამდენიმე ფრენა შესრულდება, თბილისი-ერევანი-თბილისის მიმართულებით. იხილეთ განრიგი: 31.01.2021, 05.02.2021, 10.02.2021, 14.02.2021, 17.02.2021. 21.02.2021, 24.02.2021 და 28.02.2021.

დამატებითი ინფორმაციისთვის და ჯავშნისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისს (რუსთაველის 12) ან ეწვიოთ ვებგვერდს: https://www.georgian-airways.com/en

ჩვენ ასევე გთხოვთ, წინასწარ მიიღოთ ინფორმაცია საელჩოებიდან / საკონსულოებიდან, ნებადართულია თუ არა თქვენი ჩამოსვლა რომელიმე ქვეყანაში! მოუთმენლად გელოდებით ბორტზე!“, – აცხადებენ Georgian Airways-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები