LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამედროვეობის 10 საუკეთესო მსახიობი და მათი საუკეთესო როლები

2885
73361217-2148186011953379-5138733279364513792-n

კინომანები ბევრს მსჯელობენ იმაზე, თუ ვინ არიან თანამედროვეობის საუკეთესო მსახიობები. ერთ-ერთმა ინტერნეტ-პორტალმა შეადგინა იმ მამაკაცი მსახიობების ტოპ 10, რომლებმაც კარიერულ წარმატებას გასული საუკუნის ბოლოს ან ჩვენი საუკუნის დასაწყისში მიარწიეს და რომელთა კარიერა დღესაც წარმატებულად გრძელდება.

პორტალის მიერ შედგენილ ტოპ 10-ში მხოლოდ 50 წლამდე ასაკის მამაკაცი მსახიობები არიან წარმოდგენილნი. მათ შორის, სამწუხაროდ ვერ შეხვდებით გარდაცვლილ ვარსკვლავებს, ჰიტ ლეჯერს და ფილიპ სეიმურ ჰოფმანს , რადგანაც ეს იმ მსახიობების სიაა, ვინც დღესდღეობითაც აგრძელებს წარმატებულ მოღვაწეობას.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ თანამედროვეობის საუკეთესო მსახიობებს:

10. რაიან გოსლინგი
2004 წელს ფილმმა „უბის წიგნაკი“ კინომოყვარულებს ახალი ვარსკვლავი, რაიან გოსლინგი აჩუქა. მას შემდეგ კანადელმა ვარსკვლავმა კიდევ არაერთი დასამახსოვრებელი სახე შემქნა ფილმებში: „გიჟური სულელური სიყვარული / Crazy Stupid Love “, „ მორწმუნე / the Believer ”, „ნახევრად ნელსონი / Half Nelson“, „Blue Valentine / ლურჯი ვალენტინი“ და რასაკვირველია, „ლა ლა ლენდი / La La Land”.
გოსლინგი „ოქროს გლობუსის” მფლობელი და „ოსკარის” ორგზის ნომინანტია.

9. მაიკლ ფასბენდერი
2008 წლამდე გერმანული წარმოშობის ირლანდიელი მაიკლ ფასბენდერი ძირითადად სერიალებში შესრულებული როლებით იყო ცნობილი, თუმცა ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2008 წელს მან სტივ მაკ ქუინის ფილმში, „შიმშილობა/ hunger” ითამაშა.
ფილმის წარმატების შემდეგ ფასბენდერს წინადადებების წვიმა დაატყდა თავს. მის ფილმოგრაფიაში არის ისეთი ფილმები, როგორიცაა: „უსახელო ნაბიჭვრები / Inglorious Bastards”, “სახიფათო მეთოდი / A Dangerous Method”, “მონობის 12 წელი / 12 Years a Slave”, და “მრჩეველი / The Counselor”.

ფასბენდერი ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე”, ხოლო სამჯერ „ოქროს გლობუსზე”.

8. იდრის ელბა
იდრის ელბას კარიერა ღამის კლუბებში, დიჯეის პოზიციებზე მუშაობით დაიწყო. ბრიტანელმა მსახიობმა საყოველთაო პოპულარობა HBO-ს სერიალში „მოსმენა / The Wire“ ნაკრობარონ სტრინგერ ბელის როლის შესრულებით მოიპოვა. ელბა ცნობილია ასევე BBC One-ის სერიალ „ლუთერში“ შესრულებული ჯონ ლუთერის როლით. ბიოგრაფიულ ფილმში „მანდელა: გრძელი გზა თავისუფლებისკენ / Mandela: Long Walk to Freedom“ ნელსონ მანდელას როლი სწორედ მან შეასრულა. კინომოყვარულები გამოარჩევენ მის პერფორმანსებს ფილმებში „ამერიკელი განგსტერი / American Gangster“ და „მოლის თამაში / Molly’s Game“. ელბა ოთხჯერ იყო ნომინირებული ოქროს გლობუსზე და ერთხელ შეძლო პრესტიჟული ჯილდოს მოგება.

7. ევან მაკ გრეგორი

არავის ფავორიტი ობი-ვან კენობი „ვარსკვლავური ომებიდან“, მარკ რენტონი ფილმიდან „ნემსზე / Trainspotting“, უსახელო მწერალი რომან პოლანსკის ამავე სახელწოდების ფილმიდან, პოეტი კრისტიანი „მულენ რუჟიდან / Moulin Rouge”, ყველა მათგანი ევან მაკ გრეგორია.
შოტლანდიელი მსახიობი, რომელსაც ერთი ოქროს გლობუსი აქვს მოგებული, აქტიურად მოღვაწეობს თეატრშიც.

6. ტომ ჰარდი

ტომ ჰარდის საყოველთაო აღიარება პირველივე როლმა მოუტანა, რომელიც მან რიდლი სკოტის ‘შავი ქორის დესანტში / Black Hawk Down“ შეასრულა. 2008 წელი საუკეთესოდ ითვლება ჰარდის კარიერაში. სწორედ ამ წელს ითამაშა მან ფილმებში „აკრძალული ილეთი / Sucker Punch“, „როკენროლა / RocknRolla” და „ბრონსონი / Bronson“. ამას მოჰყვა თანამშრომლობა კრისტოფერ ნოლანთან, ფილმებში: „დასაწყისი / Inception” , „ბნელი რაინდი: აღზევება / The Dark Knight Rises” და „დიუნკერკი / Dunkirk“. ჰარდიმ მონაწილეობა მიიღო ასევე ფილმებში: „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა / Mad Max: Fury Road” და “გადარჩენილი / The Revenant”.

ფილმების გარდა, ტომ ჰარდი ცნობილია თავისი როლებით HBO- ს სერიალში „ტაბუ / Taboo” და BBC-ის სერიალში „ალესილი კეპები /Peaky Blinders“ .

5. მეტიუ მაკკონაჰი
ამერიკელმა მსახიობმა განსაკუთრებული წარმატება 1996 და 1997 წლების ფილმებში: „მოკვლის დროა / A Time to Kill” და „ კონტაქტი / Contact” შესრულებული როლებით მოიპოვა, რასაც ოდნავ მოგვიანებით მოჰყვა როლები ისეთ ფილმებში, როგორიცაა : „ლინკოლნი ადვოკატისათვის / The Lincoln Lawyer“ , „დალასის შემსყიდველთა კლუბი / Dallas Buyers Club”, “უოლ სტრიტის მგელი / The Wolf of Wall Street”, და „ინტერსტელარი / Interstellar”. მაკკონაჰიმ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სახე შექმნა HBO-ს სერიალში „ნამდვილი დეტექტივი“, სადაც ყოფილი დეტექტივის, რასტ კოლის როლი შეასრულა.

განსაკუთრებული წარმატება მაკკონაჰის „დალასის შემსყიდველთა კლუბმა“ მოუტანა, რომელში შესრულებული როლისთვისაც მან ოსკარი და ოქროს გლობუსი დაიმსახურა.

4. კრისტიან ბეილი
ოსკარისა და ორი ოქროს გლობუსის მფლობელი ბრიტანელი ბეტმენი კრისტოფერ ნოლანის „ბეტმენის ტრილოგიიდან“ სხვა არაერთი სახასიათო პერსონაჟის შემოქმედიცაა. ბეილის ანგარიშზე ოსკარისა და ორი ოქროს გლობუსის გარდა სხვა არაერთი ჯილდოა, მისი მრავალფეროვანი ფილმოგრაფია კი ისეთ ფილმებს ითვლის, როგორებიცაა : ,,ამერიკელი ფსიქოპათი / American Psycho“, „მემანქანე/ The Machinist“, „მზის იმპერია / Empire of the Sun“, „საზოგადოების მტრები/Public Enemies“, „ამერიკული აფიორა/American Hustle“ და „ვიცე / Vice”.

3. ლეონარდო დიკაპრიო
მიუხედავად არაერთი საინტერესო როლისა, ,,ოსკარისა” და სამი ,,ოქროს გლობუსის” მფლობელი ლეონარდო დიკაპრიო ბევრი კინომოყვარულისათვის მაინც ჯეკ დოუსონად რჩება. უიღბლო იღბლიან ბიჭად, რომელსაც „ტიტანიკზე“ მოხვედრა სიცოცხლის ფასად დაუჯდა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჭეშმარიტი კინოს დამფასებლები არ აღიარებენ მის სხვა პერსონაჟებს. დიკაპრიო თავისი თაობის ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული და მრავალმხრივი მსახიობია, მისი ფილმოგრაფია კი ისეთ ფილმებს მოიცავს, როგორებიცაა : „ამ ბიჭის ცხოვრება/This Boy’s Life“, „დამიჭირე, თუ შეძლებ / Catch Me If You Can“, „ნიუ-იორკის ბანდები / Gangs of New York“, „ავიატორი / The Aviator“, „ჩაკეტილი კუნძული / Shutter Island“, „დასაწყისი / Inception“, „ჯანგო /Django Unchained“, „დიდი გეტსბი / The Great Gatsby“, „უოლ-სტრიტის მგელი /The Wolf of Wall Street“ და „გადარჩენილი / The Revenant” , რომელმაც მსახიობს ნანატრი ოსკარი მოუტანა.მსახიობი საერთო ჯამში ექვსჯერ იყო ნომინიმრებული ოსკარზე.

2. ედუარდ ნორტონი
ოქროს გლობუსის და ოსკარის სამი ნომინაციის მფლობელი ედუარდ ნორტონი განსაკუთრებით ცნობილია თავისი პერფორმანსებით ფილმებში : „მებრძოლთა კლუბი / Fight Club“ და ამერიკული ისტორია X /American History X “.პირველი აღიარება ნორტონს თავისივე პირველივე როლმა მოუტანა ფილმში „პირველყოფილი შიში / Primal Fear“, რომელიც ეკრანებზე 1996 წელს გამოვიდა. მის ფილმოგრაფიაში გამორჩეული ფილმებია ასევე : „ წითელი დრაკონი / The Red Dragon”,„ძარცვა იტალიურად / The Italian Job“, „ზეციური სამეფო / Kingdom of Heaven“ , „ადამიანი ჩიტი / Birdman“ , “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი / The Grand Budapest Hotel“ და „მოჩვენებითი სილამაზე / Collateral Beauty“.

1.ხოაკინ ფენიქსი
მსოფლიო გრემისა და ოქროს გლობუსის მფლობელსა და ოსკარის სამგზის ნომინანტს, ხოაკინ ფენიქსს „გლადიატორში“ შესრულებული კომოდუსის როლით იცნობს, თუმცა ნამდვილი კინომოყვარულებისათვის ფენიქსის სხვა ორიგინალური და საინჰტერესო პერსონაჟებიც არანაკლებ დასაფასებელია. თანამედროვეობის ერთ-ერთ უნიჭიერეს მსახიობად აღიარებულ ხოაკინს მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: „ბუფალოს ჯარისკაცები / Buffalo Soldiers“, „მარკიზ დე სადის კალამი / Quills“, „ოსტატი / The Master“, „მახასიათებელი ნაკლი / Inherent Vice“, „ირაციონალური ადამიანი / Irrational Man“, „Her/ მისი“ და „იარე ზღვარზე / Walk the Line“, რომელში შესრულებული ჯონი ქეშის როლისათვისაც ოსკარის ნომინაცია დაიმსახურა. ხოაკინ ფენიქსს 2019 წელს ტოდ ფილიპსის ამავე სახელწოდების ფილმში შესრულებული ჯოკერის როლისათვის ოსკარს უწინასწარმეტყველებენ. მსახიობის ფანები იმედოვნებენ, რომ აკადემია ფენიქსს ამჯერად მაინც დააფასებს სათანადოდ.