LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამედროვე ბავშვებს ასტრონავტობაზე მეტად ,,იუთუბის” ბლოგერობა სურთ

111
106028857-1563539084216gettyimages-143004582

სათამაშოების მწარმოებელმა კომპანია „ლეგომ“ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც 8-12 წლის ასაკის 3000 ბავშვი გამოიკითხა. გარდა ამისა, გამოკითხულ იქნა 326 მშობელი, რომლებსაც 5-12 წლის შვილები ჰყავთ.

ბავშვების მესამედმა განაცხადა, რომ სურთ, მომავალში ბლოგერები იყვნენ მაშინ, როდესაც მხოლოდ 11%-ს სურს ასტრონავტი გახდეს.

აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგები სამივე ქვეყანაში განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

ჩინელი ბავშვების ნახევარზე მეტს სურს ასტრონავტი გახდეს. აშშ-სა და ბრიტანეთში კი მსგავსი სურვილი გამოკითხულთა მხოლოდ 10 %-ს აქვს. ამერიკელი და ბრიტანელი ბავშვების უმეტესობას მომავალში ბლოგერობა სურს.

გარდა ამ ორი პროფესიისა, სასურველი პროფესიების ტოპ 5-ში მოხვდა მასწავლებლის,პროფესიონალი ათლეტის და მუსიკოსის პროფესიებიც.

კითხვაზე, სურთ თუ არა კოსმოსში მოგზაურობა, დადებითად ჩინელი ბავშვების 95 %-მა , ამერიკელების 70%-მა  და ბრიტანელების 63 %-მა  უპასუხა.

საინტერესოა, რომ აშშ-ში 2017 წელს ჩატარებულ კვლევაში,რომლის ფარგლებშიც 12 წელზე უმცროსი ათასამდე ბავშვი გამოიკითხა, სასურველ პროფესიებში პირველი ადგილი დაიკავა ექიმის პროფესიამ, რომელსაც ვეტერინარის, პოლიციელის და მასწავლებლის პროფესიები მოჰყვებოდა .

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები