LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თამთასთვის 6 ქულა დაუწერია და ჩეხეთისთვის 12,ესეთი სიქაჯე ტეხავს!”

4571
wfbhowqi

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი საქართველოს ჟიურის ევროვიზიაზე თამთა გოდუაძისთვის 6 ქულის დაწერის გამო აკრიტიკებს და ამ შეფასებას სიქაჯეს უწოდებს.

მომღერალი აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საქართველომ თამთას 6 ქულა, ჩეხეთს კი 12-დაუწერა.

“საქართველოს ჟიურის თამთასთვის 6 ქულა დაუწერია ევროვიზიაზე და ჩეხეთისთვის 12. არ ვიცი ვინ ხართ, მაგრამ ძაან ტეხავს. ყველა მხრივ ესეთი სიქაჯე ტეხავს!” – წერს სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ევროვიზია 2019-ის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი გახდა. მან ჟიურისა და მაყურებლის ქულათა ჯამით საუკეთესო შედეგი მიიღო.

ევროვიზია 2019-ის გამარჯვებული ჰოლანდია გახდა [ვიდეო]

საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, საგანგებოდ მოწვეულმა ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მადონამ იმღერა

მეორე ადგილზე გავიდა შვედი მომღერალი. მესამე – კი, რუსეთის წარმომადგენელი.

რაც შეეხება თამთა გოდუაძეს , „ევროვიზიაზე“  მისი გამოსვლა „იუთუბზე“ უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

თამთა კონკურსში კვიპროსის სახელით მონაწილეობდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები