LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამთა ხუხუნაიშვილის ფეიერვერკული შესრულება “მხოლოდ ქართულში”

7816
81659451-1076392786034919-2954114622568792064-o

თამთა ხუხუნაიშვილი უკვე მეორე ტურია, ,,მხოლოდ ქართულის” არა მხოლოდ ჟიურის, არამედ მაყურებლის რჩეულიც გახლავთ. მისი პერფორმანსები არა მხოლოდ ვოკალურად, არამედ თეატრალიზებული სანახაობებითაც გამოირჩევა. ჟიურის გაოცება ახლაც მოახერხა, როცა ნინო ქათამაძის რეპერტუარიდან ენერგიული სიმღერა საკუთარი ფერებით გაალამაზა.

თამთა ხუხუნაიშვილს ჟიურის წევრებისგან 50 ქულა ერგო, ერთადერთი, რაც დაუწუნეს, ის იყო, რომ მაყურებლისკენ ხშირად ზურგშექცეული იდგა, თუმცა ბენდის წევრებსა და თავად ნინო ქათამაძესთან სრულ ჰარმონიაში გახლდათ. მან ნინოს სიმღერა განსაკუთრებული სიმსუბუქით შეასრულა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები