1,368,861 – ჯერჯერობით ასეთია რიცხვი, რომელიც თამთა გოდუაძის „საევროვიზიო“ გამოსვლის „იუთუბზე“ განთავსებული ვიდეოს ქვეშ იკითხება. სწორედ ამდენმა ადამიანმა ჩართო ქართველ-ბერძენი შემსრულებლის კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოსვლა.

შეგახსენებთ, რომ თამთა კონკურსში კვიპროსის სახელით მონაწილეობს.

„თამთა აქ სათამაშოდ არ მოსულა, თამთა აქ იმისთვისაა, რომ კონკურსი დაიპყროს“ – აღნიშნულია ერთ-ერთი ფანის კომენტარში.

თამთას ჩაცმულობამ ასევე დიდი რეზონანსი გამოიწვია ინტერნეტში.

მსგავსი თემები