2018 წლიდან თამბაქოს ნაწარმის წამახალისებელ გათამაშებასა და ლატარეაში პრიზებად გამოყენება აიკრძალება.

აღნიშნული ცვლილება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა. ცვლილებების თანახმად, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარისა და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, სწრაფად და ეფექტიანად რეალიზაციის მიზნით,  წამახალისებელ გათამაშებასა და ლატარეაში პრიზებად გამოყენება და მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება.

როგორც დადგენილებაში წერია, ცვლილება ძალაში 2018 წლის 1 მაისს შევა.

მსგავსი თემები