LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ივერი: „დაჭრეს, მოკლეს, მკვდარი იპოვეს, გაუჩინარდა, უჩივლეს, სცემეს… კარგი ქვეყანაში არაფერი ხდება?“

172
tamar iveri

საოპერო შემსრულებელი, თამარ ივერი წერს, რომ საქართველოში საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა მხოლოდ მკვლელობებს, ადამიანების გაუჩინარებას, დაჭრასა და ცემა-ტყეპას ეთმობა, რაც ერის ფსიქიკურ აშლილობამდე მიმავალი გზაა.

გთავაზობთ ცნობილი მომღერლის სტატუსს ამ თემაზე:

„მაქვს შეგრძნება, რომ ქვეყანაში მხოლოდ მკვლელობები, გაუჩინარებები, დაჭრები, დასახიჩრებები, დახვედრები და ცემა-ტყეპები, დევნები, ერთმანეთისადმი ჩივილები და ა.შ ხდება.

ყოველდღიურ რეჟიმში მხოლოდ ამას გადმოსცემს “ქუდზე კაცი” ყველა საინფორმაციო არხი!! რაიმე კარგი ქვეყანაში არაფერი ხდება, ხალხნო?? თუ მხოლოდ დღის შოუების თემაა დადებით თემებზე საუბარი??

კომუნისტების დროს საინფორმაციო გამოშვების ნახევარი ეთერი ეთმობოდა სიახლეებს, მიღწევებს, სპორტს, კულტურას.

ახლა მხოლოდ დაჭრეს, მოკლეს, მკვდარი იპოვეს, გაუჩინარდა, უჩივლეს, სცემეს… ასეთ “კოზა-ნოსტრას” რეჟიმში ერთ ორ წელიწადში მივიღებთ ფსიქიკურად შერყეულ, ვამპირულ საზოგადოებას, რომელიც პირსისხლიან გიენას დაემსგავსება და მას მხოლოდ სისხლი დააინტერესებს და აღაგზნებს!!! აღარანაირი ხელოვნება, სპორტი, მიღწევები, პოლიტიკა, მედიცინა მას აღარ დააინტერესებს… მხოლოდ სისხლი, სიკვდილი და სისხლიანი საქმეები!! და ის მშვიდობიანი ადამიანები, ვინც ამ სისხლისადმი და ამ თემაზე პოლემიკისადმი ინფერენტულნი იქნებიან, სრულიად უინტერესონი და მოკვეთილნი გახდებიან ამ სისხლისმოყვარული “გიენების ხროვისთვის”! ამის ნიშნები უკვე გამოიკვეთილია როგორც მედიაში, ასევე სოცქსელებში!!

საით მივდივართ?..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები