LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გვერდწითელი: გაატარეთ ზაფხული საქართველოში, ყველაზე ლამაზი ქვეყანაა მსოფლიოში

1873
tr

“საქართველო ყველაზე ლამაზი ქვეყანაა მსოფლიოში, გაატარეთ ზაფხული საქართველოში” – რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი კამპანიას #გაატარეზაფხულისაქართველოში შეუერთდა.

ამ მოწოდებით ქართველი მომღერალი  საკუთარ ფეისბუქგვერდზე სტატუსს ქართულად, ინგლისურად და რუსულად აქვეყნებს.

https://www.facebook.com/Gverdtsiteli.Offcial/photos/a.548734992241318/685480158566800/?type=3&theater

 

სოციალურ ქსელში სპეციალური ჯგუფი, სახელწოდებით „გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“ ანუ Spend Your Summer in Georgia 22 ივნისს შეიქმნა და აქ როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელები აქტიურობენ. ჯგუფში ქართველი მომხმარებლები წერენ რეკომენდაციებს, იწვევენ ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

Facebook-ზე კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“ მიმდინარეობს

ჯგუფი 22 ივნისს შეიქმნა და ამ 2 დღეში მასში უკვე 103 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინის ბრძანება ძალაში 8 ივლისიდან შედის და ის რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ტრანსპორტირებას უკრძალავს. ტუროპერატორებს ასევე ეკრძალებათ ტურისტული საგზურების საქართველოში დაგეგმვა და რეალიზაცია. ამ ნაბიჯს კრემლი სახელმწიფო ინტერსებით ხნის.

ამასთან, პუტინმა ტუროპერატორებს მითითება მისცა, რომ აკრძალვის პერიოდში საქართველოს მიმართულებით ტურისტული საგზურები არ გაყიდონ. პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები