LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ბაღაშვილის შვილი რ2-ზე დილის გადაცემის ჟურნალისტად დარჩა

2330
70934858-2160871764211530-986368441009045504-n

ტელეკომპანია „რუს­თა­ვი 2“-ში, არხიდან წასული ჟურნალისტის თამარ ბაღაშვილის შვილი რჩება. 24 წლის ნინი კუპრაძე მუშაობას დი­ლის გადაცემების ჟურნალისტად გააგრძელებს.

„14 წლიანი ისტორიის დასასრული“ - ვინ ტოვებს რუსთავი 2-ს

სია არ არის სრული და ის პერიოდულად განახლდება

“ფეისბუქზე” უკვე გავრცელდა გადაცემის ანონსი, სადაც ჩანს რომ ის “რუსთავი 2″-ზე აგრძელებს მუშაობას, როგორც ჟურნალისტად.

,,დილა მშვიდობისა საქართველო, უქმეებზე” ეთერში 28 სექტემბრიდან გავა. დილის გადაცემას ნუკა ორჯონიკიძე, მაკო კვიტაიშვილი და სანდრო სანაია წაიყვანენ.

https://www.facebook.com/rustavi2/videos/2318197841779053/?v=2318197841779053

 

მას შემდეგ, რაც არხის გენერალურმა დირექტორმა “კურიერის” პროდიუსერი და რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლა, ტელევიზია ჟურნალისტებისა და წამყვანების ნაწილმა დატოვა. ისინი მოგვიანებით ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებულ მთავარ არხზე გადავიდნენ.

რუსთავი 2-ს რაც შეეხება, ამის შემდეგ, ტელეკომპანიამ საინფორმაციო და სხვა სახის გადაცემები შეაჩერა, სხვადასხვა არხიდან ჟურნალისტები გადაიყვანა და 23 სექტემბრიდან პირდაპირ ეთერში განახლებული პროგრამით დაბრუნდება.

რუსთავი 2 განახლებული ეთერით ბრუნდება - როდის დაიწყება "კურიერი"

რომელი გადაცემები ბრუნდება რუსთავი 2-ის ეთერში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები