LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე: რეგულარულად ვვარჯიშობ, ძირითადად სირბილი და ტენისი

361
71712866-2108281726139592-5453005485340884992-n

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ველორბოლაზე იმყოფებოდა, რომელიც ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

ავტომობილის გარეშე: თბილისში ველომსვლელობა მიმდინარეობს

მსვლელობამ სტარტი უნივერსიტეტის ქუჩაზე, თსუ-ის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო

არცილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ისაუბრა.

,,მე მივსდევ ცხოვრების ჯანსაღ წესს. რეგულარულად ვვარჯიშობ, ძირითადად სირბილი და ტენისი. ლისის ტბაზე თბილისის მერიამ მოაწყო შესანიშნავი ინფრასტრუქტურა ამისათვის და ველოსიპედებიც არის ის სფერო, სადაც მეტი და მეტი მოქალაქე სარგებლობს ყოველდღიურად. მეც ძალიან მიყვარს ველოსიპედი, რომ არ მოგატყუოთ.

არის მარტივი და კომფორტული საშუალება, განსაკუთრებით ისეთ ქალაქებში გადაადგილებისთვის და ისეთ უბნებში, სადაც მოკლე დისტანციაზე საცობების ალბათობა არსებობს”-ამბობს თალაკვაძე

ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში ველომსვლელობა გაიმართა .ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები