LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო გაჩეჩილაძისა და ბორისლავ მილანოვის ქორწილი თბილისში (ფოტო+ვიდეო)

44335
tako-gachechiladze-news-212121

ცნობილმა ქართველმა მომღერალმა, თაკო გაჩეჩილაძემ, უკვე დიდი ხანია, თავისი ცხოვრება უცხოელ პროდიუსერსა და კომპოზიტორს, ბორისლავ მილანოვს დაუკავშირა, რომელიც „ევროვიზიაზე“ მონაწილეობისას გაიცნო.

წყვილს მცირე ხნის წინ გოგონა, გაბრიელაც შეეძინა.

ახლა კი გადაწყვიტეს, საქართველოში ქორწილი გადაეხადათ. თაკომ ქორწილში მხოლოდ უახლოესი მეგობრები დაპატიჟა, რომელთა შორის, რასაკვირველია, იყვნენ მისი დიდი ხნის მეგობრები ქართული შოუბიზნესიდან.

სოციალურ ქსელში მხიარული საღამოდან უამრავი ვიდეო გავრცელდა. თაკოს ბედნიერების დღე სიმღერით მიულოცეს სტეფანემ, ქრისტინე იმედაძემ, ნინი ბადურაშვილმა, სალომე ბაკურაძემ და სხვებმა.

რასაკვირველია, თეთრ კაბაში გამოწყობილმა პატარძალმა თავადაც შეასრულა სიმღერები.

წყვილს თან ჰყავდა გაბრიელაც, რომელიც დედიკოსა და მამიკოს ქორწილს დაესწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები