ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი სუპერმძიმე წონით კატეგორიაში, მაიკ ტაისონი ამბობს, რომ თვეში 40 000 დოლარის ღირებულების მარიხუანას ეწევა. ამის შესახებ ტაისონმა საკუთარ პოდკასტში ისაუბრა.

“არ მჯერა რომ ამას ვაკეთებ, არ მჯერა, რომ ბალახზე ვსაუბრობ ამ *** პოდკასტში” – თქვა ტაისონმა.

52 წლის ყოფილი სპორტსმენი ყოველთვიურად, დაახლოებით, 500 000 დოლარის ღირებულების კანაფს ყიდის, რომელიც თავის 420 აკრ რანჩოზე მოჰყავს.

ტაისონის რანჩო კალიფორნიაში მდებარეობს.

ამ რანჩოსთვის ყოფილ მებრძოლს საკმაოდ დიდი გეგმები აქვს. აპირებს ააშენოს მდიდრული სასტუმრო და მოაწყოს გოლფის კორტები.

 

ასეთი კომპლექსის აშენებას აპირებს ტაისონი

გარდა სასტუმროსი, ტაისონს სურს რომ ადგილზე სასწავლებელი გახსნას, სადაც მარიხუანას კულტივაციის საკუთარ ხერხებს სხვებს შეასწავლის. ყოფილ მებრძოლს სურს, საზოგადოებაში მეტი ინფორმაცია იყოს კანაფისა და “სიბიდი-ს” სამკურნალო თვისებების შესახებ.

ტაისონმა კანაფის საკუთარი კომპანია 2016 წელს დააარსა. ამბობს, რომ ბალახმა გადაარჩინა სხვა მძიმე ნარკოტიკების მიღებისგან.

“მარიხუანამ მისი ცხოვრება შეცვალა. ახლა სულ სხვა ადამიანია” – ამბობს ტაისონის ბიზნეს პარტნიორი რობ ჰიკმენი.

ტაისონის რანჩოში მისულებს ყველგან შეეძლებათ მოწევა, გარდა იმ ადგილებისა სადაც ალკოჰოლის მიღება იქნება შესაძლებელი. იმის მიუხედავად, რომ ტაისონი პრაქტიკულად მარიხუანის ბიზნესის სათავეში ჩადგა, საკუთარი თავისთვის განსაკუთრებული სახის მარიხუანას არ აწარმოებს. ყველაფერს, რაც იწარმოება მისი სახელობის ხარისხნის ნიშანი აქვს.

ტაისონმა ასევე გამოუშვა თავისი სახელობის გრინდერები, შეფუთვები და სხვა პროდუქტი, რომელიც მარიხუანასთვისაა საჭირო.

 

 

იმის მიუხედავად, რომ ტაისონის რანჩო, ჯერ ბოლომდე არ არის აშენებული, მან ადგილზე მუსიკალური ფესტივალი უკვე ჩაატარა. თებერვალში აქ ასობით ადამიანი შეიკრიბა. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ კარგი მუსიკის ფონზე, ტაისონთან ერთად მოეწიათ და დაახლოებით მიმხვდარიყვნენ, თუ რისი გაკეთება იგეგმება აქ მომავალში.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი