LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაგო – უნიკალური აჭარული სოფელი, რომელიც გარესამყაროს მხოლოდ საბაგიროთი უკავშირდება (ფოტოები)

1530
page

თითქმის 35 წელია ხულოს მუნიციპალიტეტის პატარა სოფელი –  თაგო გარესამყაროს საბაგირო გზით უკავშირდება. ამ უჩვეულო ტრანსპორტის სახეობას სოფლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სოფლამდე მისასვლელი ექვსკილომეტრიანი სამანქანო გზა დაზიანებულია და მასზე გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი მანქანებითაა შესაძლებელი, საბაგირო გზის მეშვეობით კი 8 წუთში უკვე თაგოში ხართ.

თაგო

მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარცხნივ, ზღვის დონიდან 1000 მ. ხულოდან 7 კმ-ში.სოფლის ტერიტორიაზე მიკვლეულია რკინის ზოდები. ვარაუდობენ, რომ აქ რკინის მეტალურგიის ერთ-ერთი კერა იყო.

თაგოს საბაგირო გზა

ხულო-თაგოს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია. საზოგადოებრივ ტრანსპორტს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ გააჩნია, ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა. ქარიანი ამინდი საბაგირო გზის ერთადერთი დაბრკოლებაა.

საბაგირო 1985 წელს გაიხსნა. გახსნის დღიდან მას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია.

ცნობისთვის, თაგოს ფოტოებს სოციალურ ქსელში შექმნილ, ქართული ტურიზმის მხარდამჭერ ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia, ნათია თავდგირიძე‎ აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები